Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაფინანსება შეუწყვიტა სეპარატისტების მიერ მართულ რეგიონებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის განცხადებით, კიევი დაფინანსებას უწყვეტს აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებს, რომლებსაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები აკონტროლებენ. „სანამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებს ყველა ჯურის თვითმარქვიები აკონტროლებენ, ცენტრალური ბიუჯეტიდან იქ თანხები არ გაიგზავნება. მთავრობა არ დააფინანსებს ტერორისტებს, თვითმარქვიებსა და არამზადებს“ - განაცხადა იაცენიუკმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე. მისივე თქმით, გაგრძელდება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებისათვის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება, რათა გაგრძელდეს ზამთარში „რიგითი მოქალაქეების“ დახმარება. იაცენიუკის განმარტებით, რეგიონების დაფინანსება - სოციალური დახმარების ჩათვლით - განახლდება, როცა კიევი აღადგენს კონტროლს მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG