Accessibility links

მერკელი ვერ ხედავს რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვერ ხედავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას. ამის შესახებ მან განაცხადა ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას. სანქციების მიზეზია უკრაინაში რუსეთის მოქმედება. მერკელმა აღნიშნა ასევე, რომ ევროკავშირის სანქციების სიას უნდა დაემატონ სეპარატისტების ლიდერები, რომელთა ვინაობაც გაირკვა აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეების არჩევნების შედეგად. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „ფარსი“ უწოდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 2 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებს.

XS
SM
MD
LG