Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: ევროპული კურსის ცვლილება არის შეუძლებელი


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში საგანგებო განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აპირებს დაესწროს მთავრობის სხდომას და სიტყვით გამოვიდეს პარლამენტში. მისი თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი წინაპრების მიერაა გაკეთებული და მისი შეცვლა შეუძლებელია. თუმცა, მარგველაშვილის თანახმად, შესაძლებელია დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტიანად ემსახურებიან პოლიტიკოსები ქართველი ერის ამ ნებას და ამ კითხვას „ადეკვატური“ პასუხი უნდა გაეცეს. "მე მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, მთავრობის უახლეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. აგრეთვე, ვთხოვ საქართველოს პარლამენტს რომ უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და ქართული საზოგადოებისადმი" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG