Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეშფოთებით შევნიშნავთ ალასანიას გადაყენებას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჯენ ფსაკის ფანცხადებით ამერიკა შეშფოთებით შენიშნავს საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გადაყენებას ისევე როგორც მოგვიანებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პეტრიაშვილის და საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძის და მისი მოადგილეების გადადგომას. ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ აშშ ძალიან აფასებს ამ მინისტრების საქმიანობას საკუთარი ქვეყნის სამსახურში, ისევე როგორც აშშ-სთან პარტნიორობის გზაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “ყველა მხარეს მოუწოდებს აღნიშნული მიზნების მისაღწევად ერთად იღვაწოს, და ფოკუსირება მოახდინოს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფაზე.” სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა საქართველოს მთავრობას იმ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, “რომლებიც სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აღქმას გააქარწყლებს. ამით საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს ერთგულებას საერთო, დემოკრატიულ ღირებულებებისადმი.

XS
SM
MD
LG