Accessibility links

logo-print

პრემიერი ალასანიას „ავანტურისტ, უჭკუო, ამბიციურ მინისტრს“ უწოდებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კბინეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა: „მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება - ერთი ავანტურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა“. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა "ნაციონალებს" იყო ირაკლი ალასანია, „ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი", - თქვა ღარიბაშვილომა. მან დაამატა, რომ არ არსებობს კრიზისის საშიშროება და საფრთხე. "ჩვენ გვეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა გააგრძელებს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG