Accessibility links

მოვალეობის შესრულებას შეუდგა საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი


მოვალეობის ოფიციალურად შესრულებას შეუდგა საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე, რომელმაც ამ თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრაიბაშვილის მიერ 4 ნოემბერს დათხოვნილი ირაკლი ალასანია შეცვალა. ამ დრომდე ვაკანტურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობები. ეს პოსტები მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას დათხოვნის შემდეგ დატოვეს.

XS
SM
MD
LG