Accessibility links

logo-print

ობამა შეეცდება უფლებამოსილების მოპოვებას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ კონგრესთან ერთად იმუშავებს ახალი უფლებამოსილების საკითხზე ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ესქტრემისტებთან საბრძოლველად. ობამამ ამ საკითხზე ისაუბრა 5 ნოემბერს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მისმა დემოკრატიულმა პარტიამ წარუმატებლობა განიცადა შუალედურ არჩევნებში. ამასთან, ობამამ ფრთხილი ოპტიმიზმით ისაუბრა ირანის ბირთვულ პროგრამაზე თეირანთან შეთანხმების პერსპექტივაზე. ობამასთვის ამ ორ საკითხზე - ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლასა და ირანთან შეთანხმებაზე - კონგრესთან თანამშრომლობა, სავარაუდოდ, გაძნელდება მას შემდეგ, რაც იანვარში კონგრესი ახალი შემადგენლობით შეიკრიბება. მასში უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელში იქნება. ობამას თბმით, ის 7 ნოემბრის შეხვედრაზე კონგრესის ლიდერებს გააცნობს ბოლო ინფორმაციას „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლის შესახებ.

XS
SM
MD
LG