Accessibility links

logo-print

ნატოს ლიდერი პირობას დებს, რომ გაგრძელდება ავღანეთის მხარდაჭერა


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ქაბულში ვიზიტისას პირობა დადო, რომ ალიანსი გააგრძელებს ავღანეთის მხარდაჭერას მას შემდეგაც, რაც წლის ბოლოს დასრულდება უცხოელი ჯარისკაცების საბრძოლო მისია ამ ქვეყანაში. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს ჯარების ნაწილი - 12500-მდე სამხედრო მოსამსახურე - ავღანეთში დარჩება ავღანელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად და დასახმარებლად. ამასთან, ნატო განაგრძობს ავღანეთის არმიის დაფინანსებაში მონაწილეობას. ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ფინანსური და მატერიალური რესურსები თავისი 350 000-კაციანი შეიარაღებული ძალებისათვის. ნატოს ჯარისკაცები 13 წელია, წვრთნიან ავღანელ სამხედროებს და იბრძვიან ავღანეთში თალიბანისა და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG