Accessibility links

logo-print

კრემლში „გაოცებას“ იწვევს პუტინთან დაახლოებული პირისთვის წაყენებული ბრალდება


კრემლის განცხადებით, ბრალდება, რომ რუსი ბიზნესმენი გენადი ტიმჩენკო შესაძლოა, ფულის გათეთრებაში მონაწილეობდეს, გაოცებას იწვევს და აღიქმება შეტევად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ პუბლიკაციას, რომლის თანახმადაც შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა ტიმჩენკოს კომპანიამ აშშ-ის საფინანსო სისტემა რუსეთში კორუფციული გარიგებებით ნაშოვნი ფულის გასათეთრებლად. გენადი ტიმჩენკო პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება. მის მიერ დაფუძნებულ კომპანია „Gunvor Group”-ის განცხადებით, მისთვის არ შეუტყობინებიათ გამოძიების შესახებ. კომპანია აცხადებს ასევე, რომ „ჯვარედინ პოლიტიკურ ცეცხლში“ მოჰყვა და არ არსებობს მტკიცებულებები „Gunvor Group”-ისთვის წაყენებული ბრალდებების მხარდასაჭერად. ტიმჩენკო - რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი - შედის იმ პირთა სიაში, რომლებსაც აშშ-მა მარტში დაუწესა სანქციები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო.

XS
SM
MD
LG