Accessibility links

logo-print

გაეროს ტრიბუნალმა გაანთავისუფლა ყოფილი სერბი ულტრანაციონალისტი


ყოფილი იუგოსლავიის საქმეების საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალმა ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე დროებით გაანთავისუფლა პატიმრობიდან სერბი ულტრანაციონალისტი ვოისლავ სესელი. გაეროს ტრიბუნალის სასამართლოს თანახმად, სესელი განთავისუფლდება სერბეთში მკურნალობის კურსის გასავლელად მხოლოდ იმ პირობით, რომ არ ექნება კავშირის მოწმეებთან და დაზარალებულებთან და დაბრუნდება ტრიბუნალში გამოძახებისთანავე. სერბი ექიმები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ინახულეს სესელი, აცხადებენ, რომ მას აქვს კუჭ-ნაწლავის კიბო, რაც ავადმყოფის ღვიძლსაც მოედო. 60 წლის სესელი ჰააგის ციხეში იმყოფება 2003 წელს და ელოდება განაჩენს ხანგრძლივი სასამართლო პროცესის განმავლობაში. იგი ბრალდებულია 1990-იან წლებში იუგოსლავიის დაშლის დროს კაცობრიობის წინაშეა ჩადენილ საომარ დანაშაულში.

XS
SM
MD
LG