Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ წერილი გაუგზავნა ირანის სასულიერო ლიდერს


ერაყსა და სირიაში მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის წინადადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოქტომბერში საიდუმლო წერილი გაუგზავნა ირანის უზენაეს სასულიერო ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის. გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ თანახმად, წერილში ობამა ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა დაემყარება იმ გადაწყვეტილებას, რასაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით 24 ნოემბერს მიიღებენ. გაზეთი აღნიშნავს, რომ ობამამ ხამენეის უკვე მეოთხედ გაუგზავნა წერილი. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა არც უარყო და არც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია, მხოლოდ ის უთხრა ჟურნალისტებს, რომ ირანთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი რჩება.

XS
SM
MD
LG