Accessibility links

logo-print

ერაყში 600-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მოექცა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ


„ნიუ იორკ ტაიმსი“ იუწყება, რომ 600-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც 2003 წლის შემდეგ მსახურობდა ერაყში, მოექცა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. ეს მონაცემი ბევრად აღემატება პენტაგონის მიერ ადრე დადასტურებულ 17 შემთხვევას. გასულ თვეში „ნიუ იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატიების სერია, რომელიც ამერიკელი სამხედროების მონათხრობს ეყრდნობა. ისინი აღწერენ როგორ ჰქონდათ შეხება გამანადგურებელი ქიმიური ნივთიერებების არსენალთან, რომლებიც 1980-იანი წლებიდან იყო დარჩენილი ერაყში. ზოგიერთის თანახმად, გაფრთხილებული იყვნენ ნანახი საიდუმლოდ შეენახათ. გაზეთის სტატიების საფუძველზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა გასცა შიდა მოკვლევის ბრძანება. პენტაგონმა გაარკვია, რომ 629 ჯარისკაცმა დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას - თვლიდნენ, თუ არა ისინი, რომ ერაყში სამსახურის დროს შეხება ჰქონდათ ქიმიურ, ბიოლოგიურ, ან რადიაციულ იარაღთან.

XS
SM
MD
LG