Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინ ლადენის მკვლელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა თავი გაასაჯაროა


აშშ-ის საზღვაო ქვეითთა საგანგებო ძალების ყოფილმა ჯარისკაცმა, რომელმაც ოსამა ბინ ლადენს ესროლა, თავი გაასაჯაროა. მან „ვაშინგტონ პოსტს“ ინტერვიუ მისცა. 38 წლის რობერტ ო'ნილმა გაზეთს უთხრა, რომ შუბლში ორჯერ სროლით მოკლა ოსამა ბინ ლადენი. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა საგანგებო ძალების ერთმა ახლანდელმა და ერთმა ყოფილმა ჯარისკაცმა „ასოშიეიტედ პრესს“ დაუდასტურეს, რომ ო'ნილი დიდი ხანია ცნობილია, როგორც სამხედრო, რომლის გასროლითაც ბინ ლადენი მოკვდა. რობერტ ონილმა თქვა, რომ თავის გამოაშკარავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციის სხვების მიერ გაჟონვის საფრთხე დაინახა. 3 ნოემბერს მისი სახელი გამოქვეყნდა ვებსაიტზე, რომელიც საგანგებო ძალების ყოფილი სამხედროების მიერ იმართება. რობერტ ონილის შესახებ ვრცელი სიუჟეტები მომავალ კვირაში „ფოქს ტივი ნიუსში“ გავა.

XS
SM
MD
LG