Accessibility links

logo-print

გერმანიაში აღნიშნავენ ბერლინის კედლის დანგრევის 25-ე წლისთავს


გერმანიაში 7 ნოემბრიდან იწყება ბერლინის კედლის დანგრევის 25-ე წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებები, რომლებიც სამ დღეს გასტანს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა, გაუძღვება იმ ადამიანთა ხსოვნის ცერემონიას, რომლებიც რეპრესიული სახელმწიფოდან გაქცევის მცდელობას შეეწირნენ. მერკელმა განაცხადა, რომ „არასდროს დაივიწყებს“ ბერლინის კედლის დანგრევის დღეს, რომელსაც 35 წელი ელოდა „თავისუფლების შესაგრძნობად“. ბერლინის კედლის დანგრევის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 9 ნოემბერს დასრულდება დიდი ფესტივალით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როკის ვარსკვლავები და თავისუფლებისათვის მებრძოლი ვეტერანები.

XS
SM
MD
LG