Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარეიშვილმა აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის თაობაზე განმარტება გააკეთა


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით "არაფერი ხდება". სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილემ არტურ არაქელიანმა გამოცემა tert.am-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს. მისი თქმით, ეს საკითხი არა იმდენად ეკონომიკურია, რამდენადაც - პოლიტიკური. არაქელიანის დაკვირვებით, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა დამაიმედებელი ნიშნები საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით. პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG