Accessibility links

logo-print

პრემიერმა „სისხლიანი თარიღი“ უწოდა 2007 წლის 7 ნოემბერს


დღეს 7 წელი შესრულდა 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების ძალისმიერი მეთოდებით დაშლიდან. მშვიდობიანი დემონსტრანტების და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის გამო საქართველოს პროკურატურამ წელს ზაფხულში ბრალდებულად ცნო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს უახლესი ისტორიის სისხლიანი თარიღი უწოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრაიბაშვილმა. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობას ხალხი არასდროს აპატიებს. ღარიბაშვილის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საზოგადოება ღირსების შელახვას არასადროს შეეგუება.

XS
SM
MD
LG