Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ნავთობის ფასის დაცემაში „პოლიტიკას“ ადანაშაულებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მსოფლიოში ნავთობის ფასის დაცემაში ნაწილობრივ „პოლიტიკურ კომპონენტს“ ადანაშაულებს. ამის შესახებ პუტინმა ჩინეთის სახელმწიფო მედიასთან ისაუბრა. „კრიზისის დაწყების გარკვეულ მომენტში გაჩნდა მოსაზრება, რომ პოლიტიკა ჩაერთო ენერგორესურსებზე ფასების წარმოქმნაში“, - აღნიშნავს რუსეთის ლიდერი, რომელიც მომავალ კვირაში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება ჩინეთში. ნავთობზე ფასი ამჟამად ერთ ბარელზე 78 დოლარს შედგენს. შედარებისათვის ბარელი ნავთობი ივნისში 108 დოლარი ღირდა.

XS
SM
MD
LG