Accessibility links

logo-print

ვიცე-პრემიერი: მთავრობამ იმსჯელა მინისტრობის რამდენიმე კანდიდატურაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატურებზე იყო საუბარი საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

XS
SM
MD
LG