Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის წევრების განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს


საქართველოს მთავრობის წევრებმა უარყვეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნის საკითხზე თბილისი მოლაპარაკებებს აწარმოებს. სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ არტურ არაქელიანმა ინტერნეტგამოცემა tert.am-თან ინტერვიუში 6 ნოემბერს განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენის თემაზე დახურული მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელშიც სომხეთიც მონაწილეობს. არაქელიანმა აღნიშნა, რომ საკითხი ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური ხასიათისაა და რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის იაკუნინის განცხადების თანახმად, ბოლო ხანს დამაიმედებელი ნიშნები ჩანს. საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაეცნო რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის განცხადებას, რომელშიც არაფერია ნათქვამი მოლაპარაკებაში ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ. „ცნობილი მიზეზების გამო, ამ მიმართულებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობის განახლებაზე მოლაპარაკების მიმდინარეობა უარყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც.

XS
SM
MD
LG