Accessibility links

logo-print

ადვოკატები ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვენ


მოსკოვის ბასმანის სასამართლო დარბაზში დღეს პირველად გამოჩნდა უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც რუსეთის პროკურატურა რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის ორი თანამშრომლის დაღუპვაში დებს ბრალს. ნადეჟდა სავჩენკო სასამართლოში მიიყვანეს ბადრაგის თანხლებით, მაგრამ მან უარი თქვა რუსულ ენაზე ეპასუხა მოსამართლის მიერ დასმული შეკითხვებისათვის. სავჩენკოს ადვოკატებმა კი სასამართლოს სთხოვეს საქმეს დაურთონ იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც განსასჯელის უდანაშაულობას ამტკიცებს. დაცვის მხარე ნედეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას და მისი უკრაინისათვის გადაცემას მოითხოვს. უფლებათადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ სავჩენკო პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG