Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და სერბეია სამხედრო წვრთნებს ატარებენ


რუსეთი და სერბეია პირველ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ სერბეთის ტერიტორიაზე. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება ბელგრადიდან, 6 ნოემბერს რუსული წარმოების ექვსი „ილ 76“- დაეშვა ბელგრადის აეროპორტში. რუსული ოფიციალური წყაროების ინფორმაციით ერთობლივ მანევრებში მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ტულის სადესანტო-საჰაერო დივიზიის ქვედანაყოფი. ერთობლივ სწავლებები რამდენიმე დღეში სერბეთის ქალაქ ნიკინჩიში აიღებს სტარტს. ანალიტიკოსების თქმით, ამ სწავლებით რუსეთს სურს იმის დემონსტრირება, რომ მას ევროპაში ჰყავს მოკავშირე.

XS
SM
MD
LG