Accessibility links

logo-print

გედევან ფოფხაძემ დატოვა „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქცია


"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში რჩება და ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს. ამის შესახებ ფოფხაძემ განცხადება პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან განმარტა, მისი გადაწყვეტილება განპირობებული იყო როგორც პიროვნული ხასიათის, ისე პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტებით. მანამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვებაზე უარი „თავისუფალი დემოკრატების“ სიით პარლამენტში მოხვედრილმა ორმა დეპუტატმა გია ჯაფარიძემ და გელა სამხარაულმა განაცხადეს.

XS
SM
MD
LG