Accessibility links

logo-print

უკრაინის ოფიციალური უწყება: საარტილერიო ცეცხლმა 200-მდე სეპარატისტი იმსხვერპლა


უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციის პრეს-ცენტრი იუწყება, რომ 6 ნოემბრის შემდეგ სამთავრობო ძალების მიერ გახსნილ საარტილერიო ცეცხლს 200-მდე მეამბოხე ემსხვერპლა დონეცკის აეროპორტთან. ეს მონაცემი, რომლის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება, ბევრად აჭარბებს ამ კონფლიქტში სხვა რომელიმე ერთ დღეს აღრიცხული მსხვერპლის რაოდენობას. კონფლიქტმა მაისის შემდეგ იმსხვერპლა 4,000-ზე მეტი მებრძოლი და სამოქალაქო პირი. დონეცკის აეროპორტი, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს, მუდმივი ბრძოლის ცენტრია, მიუხედავად 5 სექტემბერს გაფორმებული საზავო შეთანხმებისა.

XS
SM
MD
LG