Accessibility links

რეიდის შედეგად დაიხურა ასობით უკანონო ვებსაიტი


კიბერდანაშაულის წინააღმდეგ „გარღვევად“ მიჩნეული ოპერაციის შედეგად დაიხურა ნარკოტიკების შესახებ უკანონო ვებსაიტი, Silk Road 2.0 და კიდევ 400 სხვა საიტი, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, უკანონო ნივთებით ვაჭრობდნენ. ევროპის პოლიციის სააგენტო, ინტერპოლი აცხადებს, რომ 6 ნოემბრის ოპერაციის შედეგად, რომელიც აშშ-მა და ევროპის 16-მა ქვეყანამ განახორციელეს, დაკავებულია 17 პირი, მათ შორის Silk Road 2.0-ის ოპერატორად მიჩნეული ადამიანი და ამოღებულია 1 მილიონი დოლარის ღირებულების ონალინ გადახდის ერთეული, ბიტკოინი.

XS
SM
MD
LG