Accessibility links

logo-print

თბილისში იმართება „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა


თბილისში დაიწყო "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა, რომელზეც აპირებენ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას. ერთადერთ კანდიდატად არის დასახელებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია. ყრილობას გახსნის პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი. ცნობების თანახმად, ყრილობაზე მიწვეულ სტუმრებს შორის არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

XS
SM
MD
LG