Accessibility links

logo-print

კერი უარყოფს კავშირს ირანზე მოლაპარაკებასა და რეგიონის სხვა საკითხებს შორის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, არ არსებობს კავშირი ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისაკენ მიმართულ ძალისხმევასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვა საკითხებს შორის. ამ შინაარსის განცხადება კერიმ 8 ნოემბერს პეკინში გააკეთა. მისი განცხადების ფონია ცნობები, რომ ვაშინგტონმა უარყო ირანელი ოფიციალური პირების წინადადება, რომლის მიხედვითაც ირანი ხელს შეუწყობს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლას იმის სანაცვლოდ, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას აშშ და მოლაპარაკების სხვა მონაწილეები უფრო რბილ პოზიციას დაიკავებენ. პეკინში კერისთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი მუშაობენ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების 24 ნოემბრამდე მისაღწევად.

XS
SM
MD
LG