Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს კოალიცია „ქართული ოცნება“, რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. უსუფაშვილმა თბილისში, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე გამოთქვა აზრი, რომ მათ არა აქვთ ერთმანეთის დაკარგვის ფუფუნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეულ საკითხებზე აზრები არ ემთხვევა. ყრილობაზე აპირებენ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას. ერთადერთ კანდიდატად არის დასახელებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია. ცნობების თანახმად, ყრილობაზე მიწვეულ სტუმრებს შორის არიან დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

XS
SM
MD
LG