Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ აირჩიეს


თბილისში პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ირაკლი ალასანია. მან ეს პოსტი ორი წლის წინ დატოვა, საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით. 4 ნოემბერს ის მინისტრის პოსტიდან მოხსნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის დაპატიმრება შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე. როგორც ირაკლი ალასანიამ დღევანდელ ყრილობაზე გამოსვლისას აღნიშნა, თავისუფალმა დემოკრატებმა შექმნიდან ხუთი წლის განმავლობაში, ბევრჯერ გამოავლინეს „უდიდესი სიმტკიცე“ - არ გატეხილან არც მაშინ, როცა, ალასანიას თქმით, იყო რეჟიმი, რომელიც ებრძოდა თითოეულ ოპოზიციურ ძალას. „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე შეკრებილებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს კოალიცია „ქართული ოცნება“, რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. უსუფაშვილის აზრით, მათ არა აქვთ ერთმანეთის დაკარგვის ფუფუნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეულ საკითხებზე აზრები არ ემთხვევა.

XS
SM
MD
LG