Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორბაჩოვი ხედავს „ახალი ცივი ომის“ საფრთხეს


ყოფილი საბჭოთა ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის შეფასებით, უკრაინის გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებამ მსოფლიო „ცივი ომის პირას“ მიიყვანა. გორბაჩოვმა ეს აზრი გამოთქვა გერმანიაში, ბერლინის კედლის დაცემის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მან დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ დაადანაშაულა დაპირებების შეუსრულებლობაში 1989 წელს კომუნიზმის დამხობის შემდეგ. ამის ნაცვლად, აცხადებს გორბაჩოვი, დასავლეთმა თავი გამოაცხადა ცივ ომში გამარჯვებულად და თავის სასარგებლოდ გამოიყენა რუსეთის სისუსტე. გორბაჩოვი დასავლეთს მოუწოდებს მოსკოვთან დიალოგით ნდობის აღდგენისაკენ, ისევე როგორც უკრაინის გამო რუსი ოფიციალური პირებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებისაკენ. როგორც გორბაჩოვმა გერმანიაში გამგზავრებამდე, 6 ნოემბერს განაცხადა, ის დარწმუგებულია, რომ პრეზიდენტი პუტინი ამჟამად ყველაზე უკეთ იცავს რუსეთის ინტერესებს. გორბაჩოვი გერმანიაში იმყოფება ბერლინის კედლის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით. სამდღიანი ღონისძიებები, რომლებითაც გერმანიაში ამ თარიღს ზეიმობენ, კულმინაციას მიაღწევს 9 ნოემბერს - ზუსტად 25 წელიწადში გერმანიის ცივი ომის პერიოდის დაყოფისთვის ბოლოს მოღებიდან.

XS
SM
MD
LG