Accessibility links

ჩრდილოეთმა კორეამ ორი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა


ჩრდილოეთმა კორეამ გაათავისუფლა ორი ამერიკელი, რომელთაგან ერთი, კენეთ ბაე ორი წელი, მეორე კი - მეთიუ ტოდ მილერი - შვიდი თვე ჰყავდა დაკავებული. დაზვერვის უწყების დირექტორის ოფისის ცნობით, ორივე ამერიკელი უკვე შინ ბრუნდება. 42 წლის კენეთ ბაეს - წარმოშობით კორეელ მისიონერს - მისჯილი ჰქონდა 15 წელი, ხოლო 24 წლის მეთიუ ტოდ მილერს ექვსი წელი მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. ორი კვირის წინ ფხენიანმა გაათავისუფლა კიდევ ერთი ამერიკელი, ჯეფრი ფოული. შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს დაკავებული ამერიკელების მძევლებად გამოყენებაში. ფხენიანი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG