Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი, ეუთო შეშფოთებული არიან აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღის კოლონის მოძრაობის გამო


ევროკავშირმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ცნობის გამო, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო კოლონის მოძრაობას ეხება და მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარი თუ იარაღი, რომელიც მისი კონტროლს ქვეშაა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან. მანამდე ეუთომ განაცხადა, რომ „ძალიან შეშფოთებულია“ მას მერე, რაც მისი მეთვალყურეები აღმოსავლეთ უკრაინში პრორუსული ძალების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე იარაღის კოლონის მოძრაობის მოწმე გახდნენ. 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეთვალყურეებმა იხილეს „მძიმე იარაღის და ტანკების” კოლონა დონეცკსა და მეზობელ მაკიივკაში. ეუთოს ცნობა მოჰყვა უკრაინის არმიის ბრალდებას რუსეთისადმი, რომ უკრაინაში შევიდა მისი 32 ტანკი და სატვირთო მანქანა პრორუსულდი სეპარატსტების მხარდასაჭერად. ეუთოს მეთვალყუეერბმა მაკიივკასთან მაგისტრალზე 40-ზე მეტი სატვირთო მანაქანა დ ტანკი ნახეს. ეუთოს მეთვალყურეთა თანახმად, მათგან 19 დიდი სატვირთო მანქანა იყო ნომრების და განმასხვავებელი ნიშნების გარეშე, და მათ მუქი მწვანე ფერის ფორმაში გამოწყობილი სამხედროებ იგადაჰყავდათ .

XS
SM
MD
LG