Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში პოლიტპატიმართა მხარდამჭერი აქცია გაიმართა


აზერბაიჯანის ოპოზიციის ათასობით მომხრე მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც მოეწყო ბაქოში ქალაქის გარეუბანში, სტადიონზე გამართული აქციის ორგანიზატორი იყო აზერბაიჯანის დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭო. მათი პროტესტო მიმართული იყო სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრების წინააღმდეგ, ისინი გამოდიოდნენ პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვისთვის. მიტინგის მონაწილეებს ხელში ეჭირათ დაპატიმრებული ან გასამართლებული უფლებადამცველების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სურათები, ასევე პლაკატები წარწერით, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს.

XS
SM
MD
LG