Accessibility links

logo-print

გერმანია ბერლინის კედლის დაცემიდან მეოთხედ საუკუნეს აღნიშნავს


გერმანიაში დღეს აღნიშნავენ ბერლინის კედლის დაცემიდან 25 წლისთავს. დედაქალაქ ბერლინში მილიონამდე ადამიანი ჩავიდა ზეიმზე და შემდგომ კონცეტრზე დასასწრებად. ამ ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ კედლის დაცემა 25 წლის წინა სიგნალია ყველა ჩაგრული ადამიანისთვის დღევანდელ მსოფლიოში. მან აჩვენა, მერკელის თქმით, რომ გვქონდა ძალა, განგვესაზღვრა ჩვენი ბედიო. მერეკელის მის თანახმად, 25 წლის წინ, 9 ნოემბერს მხოლოდ ზოგიერთი იფიქრებდა, რომ კედლის დანგრევა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ვერავინ დაუშვებდა, რომ ეს შეიძლებოდა რამდენიმე საათში მომხდარიყოო. მერკელმა აღნიშნა, რომ 1938 წლის 9 ნოემბერი, „ბროლის ღამის“ თარიღია, როცა ნაცისტური მთავრობის ინიციატივით ებრალეთა ქონების დარბევა მოხდა, ამიტომ, არა მხოლოდ სიხარულს, ისტორიულ პასუხიმგებლობას ვგრძნობო.

XS
SM
MD
LG