Accessibility links

logo-print

კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იმართება


ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონ კატალონიაში დღეს იმართება არაოფიციალური რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. ცენტრალური მთავრობა რეფერენდუმის წინააღმდეგია. რეფერენდუმის ორგანიზატორებმა დიდი პროპაგანდისტული კამპანია გამართეს, რათა შვიდ ნახევარ მილიონიანი მდიდარი რეგიონის მოსახლეობა აქტიურად ჩართულიყო რეფერენდუმში. ისინი მოელიან, რომ მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილი რეფერენდუმი ცენტრალურ მთავრობას აიძულებს მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას რეგიონის წარმომადგენლებთან საგადასახადო და პოლიტიკური ავტონომიის, ასევე შესაძლო დამოუკიდებლობის თაობაზე სასაუბროდ. გამოკითხვებით, კატალონიელთა 80 პროცენტს სურს მეტი ავტონომია. დაახლოებითი 50 პროცენტი სრულ დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG