Accessibility links

logo-print

ობამა: „დიდი უფსკრულია“ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ თეირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის „დიდი უფსკრულია“ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო და შეთანხმება, თითქმის ათწლიანი ჩიხის შემდეგ, შეიძლება არც იქნეს მიღწეული. „სი-ბი-ეს-ისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პროგრამაში „ერის წინაშე“, ობამამ თქვა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ირანი აიძულა ექვს უდიდეს ქვეყანასთან მოლაპარაკების მაგიდას მიჯდომოდა, რათა შეთანხმებისთვის მიეღწია თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ. საბოლოო ნაბიჯი უნდა შეიცავდეს ირანის მტკიცე, დადასტურებულ გარანტიას, რომ თეირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის განვითარება. კვლავ "დიდი უფსკრულია“, შეიძლება შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ, თქვა ობამამ ამ იეტერვიუში. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს და გერმანიას და ირანს დათქმული აქვთ შეთანხმების მიღწევის ვადად 24 ნოემბერი. მათი მოლაპარაკება 9 ნოემბერს ომანში გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG