Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობის არმიას საჰაერო დარტყმები მიაყენა ისლამური სახელწიფოს პოზიციებს


სირიის უფლებადაცვის ჯგუფის თანახმად, სირიის არმიამ საჰაერო იერიშები განახორციელა ქალაქზე, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მეომრებს უკავიათ. 9 ნოემბრის ცნობით, მთავრობის შვეულმფრენებმა და თვითმფრინავებმა ცეცხლი დაუშინეს ალეპოს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ალ-ბაბს. მოკლულია 21 ადამიანი, დაჭრილთა რიცხვი 1200-ს აღწევს. არაფერია ცნობილი ისლამური სახელმწიფოს მეომართა შორის მსხვერპლზე. სირიის არმიის საავიაციო თავდასხმები იშვიათია ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე. ის კონცენტრირებულია უფრო სამხრეთ რეგიონებზე, დამასკის მიმდებარე არეალებზე.

XS
SM
MD
LG