Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ ამერიკის და საქართველოს თანამშრომლობა მტკიცე დარჩება


ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. „ჩემი მხრიდან ალბათ არ იქნება სათანადო, რომ სპეციფიკურ შიდა საკითხებზე ვისაუბრო, რაც საქართველოს შიდა თემებია. მე შემიძლია ვისაუბრო ზოგად მიმართულებებზე, გამოვხატო ჩემი სურვილი და იმედი, რომ თანამშრომლობის ხარისხი კვლავ მტკიცე იქნება", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. მისივე თქმით, საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ საერთო მიზნები, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონში უსაფრთხოებასთან, კეთილდღეობასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG