Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენშტაბის უფროსი თავდაცვის მინისტრთან ნაყოფიერ თანამშრომლობას გეგმავს


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამერიკიდან დაბრუნდა, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და ახალ მინისტრთან თანამშრომლობას გეგმავს. "შეიარაღებული ძალები დგას პოლიტიკის მიღმა და მისი პოლიტიკა არის მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების დაცვა. ახალ თავდაცვის მინისტრთან ვაპირებ არა უბრალოდ თანამშრომლობას, არამედ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, ვინაიდან ის ამოცანები, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე ამ რთულ სამხედრო გარემოში რომელიც რეგიონისთვის არის დამახასიათებელი, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

XS
SM
MD
LG