Accessibility links

logo-print

დეპუტატები დღეს განიხილავენ მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის საკითხს


საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის საკითხს დეპუტატები დღეს განიხილავენ ბიუროს სხდომაზე, რომელიც 15 საათზე დაიწყება. ბიუროს წევრები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან გიორგი კვერენჩხილაძესთან ერთად იმსჯელებენ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის დროსა და ფორმატზე. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილება საპარლამენტო უმრავლესობიდან ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლის და ამასთან, უმრავლესობაში ორი ფრაქციის გაწევრიანების საკითხიც. წინასწარი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქციების - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" და "დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის" - 12 დეპუტატი შეუერთდება.

XS
SM
MD
LG