Accessibility links

logo-print

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ისტორიული ვიზიტით ეწვევა სერბიას


ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა სერბიას ეწვევა, რაც მიჩნეულია ისტორიულ ვიზიტად, როგორც სერბიაში ალბანეთის პრემიერის პირველი სტუმრობა 68 წლის შემდეგ. ვიზიტი გასულ თვეში უნდა შემდგარიყო, მაგრამ გადაიდო საფეხბურთო მატჩზე ძალადობის შემდგომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამწვავების გამო.14 ოქტომბერს ბელგრადში მატჩი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც სერბი გულშემატკივრები სტადიონზე გაცვივდნენ და თავს დაესხნენ ალბანელ ფეხბურთელებს. ეს მწვავე რეაქცია მოჰყვა სტადიონის თავზე, საფრენ აპარატზე დამაგრებული ალბანეთის ნაციონალისტურ დროშის გამოჩენას. ინციდენტს მოჰყვა ტირანასა და ბელგრადს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება.

XS
SM
MD
LG