Accessibility links

logo-print

პუტინი გამორიცხავს კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის დამყარებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს საკმარისი რესურსები რუბლის დასაცავად და არ აპირებს კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის დამყარებას, ან სხვა „საგანგებო ზომებს“. პუტინმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პეკინში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე ბიზნესმენების წინაშე გამოსვლისას. მისივე თქმით, მოსკოვი მიმართავს „აუცილებელ ზომებს“ რუბლის კურსის, როგორც პუტინმა აღნიშნა, „სერიოზულ რყევებზე“ საპასუხოდ. წელს რუბლი 40%-ით გაუფასურდა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე, მოსკოვისთვის დაწესებული სანქციებისა და ნავთობისა და გაზის გაიაფების შედეგად. ცნობების თანახმად, რუსეთის ცენტრალური ბანკი თვეში 30 მილიარდამდე დოლარს ხარჯავდა სავალუტო ბაზარზე რუბლის შესასყიდად და მისი კურსის გასამყარებლად.

XS
SM
MD
LG