Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ისტორიული ვიზიტით ეწვია სერბიას


ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა სერბიაში ჩავიდა, რაც მიჩნეულია ისტორიულ ვიზიტად, როგორც სერბიაში ალბანეთის პრემიერის პირველი ვიზიტი თითქმის 70 წლის შემდეგ. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას იწვევს კოსოვოსა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე უთანხმოება. ალბანეთის პრემიერი ჩავიდა ბელგრადში, სადაც მას სერბი კოლეგა ალექსანდარ ვუჩიჩი დახვდა. ვიზიტი გასულ თვეში უნდა შემდგარიყო, მაგრამ გადაიდო 14 ოქტომბრის საფეხბურთო მატჩზე ძალადობის შემდგომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამწვავების გამო. ალბანეთიც და სერბიაც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ ბრიუსელი მოითხოვს ვითარების სტაბილიზაციას მათი კანდიდატურების დამტკიცებამდე.

XS
SM
MD
LG