Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი პარასკევს გამოვა პარლამენტის წინაშე


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარასკევს, 12 საათზე გამოვა პარლამენტის წინაშე. ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის სურვილი გამოთქვა 5 ნოემბერს - მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენება მოჰყვა მის განცხადებას, რომ საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი აპირებს საუბარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე.

XS
SM
MD
LG