Accessibility links

logo-print

სერბიისა და ალბანეთის პრემიერებმა კოსოვოს საკითხზე იკამათეს


სერბიაში ალბანეთის პრემიერ-მინისტრის ედი რამას ვიზიტისას, მან და სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდარ ვუჩიჩმა კოსოვოს საკითხზე იკამათეს. ბელგრადში 10 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ალბანეთის პრემიერმა მოუწოდა სერბიას, მიიღოს კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომელიც ამ რეგიონმა 2008 წელს გამოაცხადა და რომელიც მსოფლიოს უკვე მრავალი ქვეყნის მიერ არის აღიარებული. მაგრამ სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალბანელი კოლეგის განცხადებას პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ სერბია არასოდეს ცნობს თავისი ყოფილი პროვინციის დამოუკიდებლობას. სერბიაში ედი რამას ჩასვლა მიჩნეულია ისტორიულ ვიზიტად, როგორც სერბიაში ალბანეთის პრემიერის პირველი სტუმრობა თითქმის 70 წლის შემდეგ. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას იწვევს კოსოვოსა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე უთანხმოება. ალბანეთის პრემიერი დღეს ჩავიდა ბელგრადში, სადაც მას სერბი კოლეგა დახვდა. ალბანეთიც და სერბიაც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ. ბრიუსელი მათგან მოითხოვს კოსოვოსა და უმცირესობების გარშემო დაძაბულობის განმუხტვას.

XS
SM
MD
LG