Accessibility links

logo-print

ისრაელში თავდასხმებისას მოკლეს ერთი და დაჭრეს სამი ადამიანი


ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა მათზე დანით თავდასხმებისას. ერთ-ერთი ინციდენტის დროს პალესტინელი თავდამსხმელიც მოკლეს. 10 ნოემბერს მომხდარი პირველი თავდასხმისას, პოლიციის ცნობით, პალესტინელმა მოზარდმა დანით დაჭრა ისრაელელი ჯარისკაცი. პოლიცია ინციდენტს უწოდებს „ტერორისტულ თავდასხმას“ და აცხადებს, რომ პალესტინელი, რომელიც მალევე დააკავეს, უკანონოდ იმყოფებოდა ისრაელის ტერიტორიაზე. მეორე თავდასხმა მოხდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, დასახლება ალონ შვუტთან. პალესტინელმა მამაკაცმა დანით მოკლა ისრაელელი ქალი და დაჭრა კიდევ ორი ადამიანი, ვიდრე მას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებდა დაცვის თანამშრომელი. მიმდინარე თვეში გამწვავებულია დაძაბულობა ისრაელსა და პალესტინელებს შორის. 5 ნოემბერს პალესტინელმა იერუსალიმში მანქანა დააჯახა ფეხით მოსიარულეებს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი.

XS
SM
MD
LG