Accessibility links

logo-print

იზრდება დასავლეთსა და რუსეთს შორის სახიფათო „ახლო სამხედრო კონტაქტების“ რიცხვი


რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის გარშემო უთანხმოების ფონზე მნიშვნელოვნად იმატა სახიფათო „ახლო სამხედრო კონტაქტების“ რიცხვმა და სიმძიმემ. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც წარმოადგინა ორგანიზაცია „ევროპის ლიდერთა ქსელმა“. ანგარიშში ასახულია ბოლო რვა თვის მანძილზე აღრიცხული 40-მდე შემთხვევა, მათ შორის 3 მარტს მომხდარი ინციდენტი, როცა კინაღამ ერთმანეთს დაეჯახნენ რუსეთის მზვერავი თვითმფრინავი და შვედეთის ავიაკომპანია SAS-ის სამგზავრო თვითმფრინავი ბორტზე 132 ადამიანით. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ინციდენტები ქმნის ძალიან სახიფათო სურათს - საჰაერო სივრცის დარღვევებსა და სხვა სახიფათო მოქმედებებს ძალიან დიდ არეალში, ბალტიისა და შავი ზღვებიდან აშშ-ისა და კანადის საზღვრებამდე. ანგარიშის ავტორები კრემლს მოუწოდებენ, სასწრაფოდ გადასინჯოს „თავის უფრო აგრესიულ სამხედრო პოზიციასთან“ დაკავშირებული ხარჯები და საფრთხეები.

XS
SM
MD
LG