Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და პუტინი პეკინში მოკლე ხნით შეხვდნენ ერთმანეთს


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ორშაბათს მოკლე ხნით შეხვდნენ ერთმანეთს პეკინში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტის კულუარებში. აშშ-ის მთავრობის ანონიმური წყაროს ცნობით, დროის სიმცირის გამო ობამამ და პუტინმა ვერ შეძლეს იმ მთავრი შეკითხვების განხილვა, რომელზეც ორ ქვეყანას შორის პრინციპული უთანხმოება არსებობს. ამერიკული წყაროს თანახმა, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის საგნობრივი შეხვედრა სამშაბათს გაიმართოს. ამასთან თეთრი სახლის ინფორმაციით, არც აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის პეკინის სამიტზე და არც „დიდი ოცეულის“ ბრისბენის შეხვედრაზე, პუტინსა და ობამას შორის არ იგეგმება რაიმე სახის ოფიციალური შეხვედრა.

XS
SM
MD
LG