Accessibility links

50 ადამიანი ემსხვერპლა ავტოკატასტროფას პაკისტანში


პაკისტანის პოლიციის ცნობით,სულ ცოტა 50 ადამიანი ემსხვერპლა სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას. ავტოავარია 11 ნოემბერს დილით მოხდა, სინდჰის პროვინციის ხაირპურის რაიონთან ახლოს. პოლიციის ვარაუდით, შეჯახების მიზეზი ნისლი იყო. ავტობუსში დაახლოებით 70 ადამიანი იყო. ავტობუსი კარაჩისკენ მიემართებოდა. ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლის თანახმად, დაღუპულთა შორის 14 ქალი და რვა ბავშვია.

XS
SM
MD
LG