Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკში განკურნეს ებოლით ინფიცირებული ექიმი


ნიუ იორკის ჯანდაცვის სფეროს მესვეურები აცხადებენ, რომ ექიმი, რომელიც ებოლით იყო ავად, სრულად გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან 11 ნოემბერს გაწერენ. კრეიგ სპენსერს ებოლა დაუდგინდა 23 ოქტომბერს, რამდენიმე დღეში გვინეიდან დაბრუნებიდან. ის იქ ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ ეგიდით მუშაობდა. სპენსერის ინფიცირების ამბავმა ბევრი ნიუ იორკელი შეაშფოთა, რადგან ცნობილი გახდა, რომ ინფიცირების დადასტურებამდე მან მეტროთი იმგზავრა. ებოლით ინფიცირებულ 33 წლის ექიმს მანჰეტენის „ბელვიუს“ საავადმყოფოში საგანგებოდ მოწყობილ იზოლირებულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. გასულ კვირაში მისი მდგომარეობა სერიოზულიდან სტაბილურით შეიცვალა.

XS
SM
MD
LG