Accessibility links

logo-print

სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალის დამძიმება „შეკერილი საქმის წარმატებით გაგრძელებაა“


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის დამძიმებას მათი ადვოკატები პოლიტიკურად მოტივირებული პროცესის გაგრძელებად აფასებენ. საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს და ამავე სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების თავდაპირველი ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების ბრალდებით 10 ნოემბერს დაუმძიმა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ბრალის დამძიმება ახალი მტკიცებულებების მოპოვებას არ უკავშირდება და მისი ერთადერთი მიზანი „შეკერილი საქმის წარმატებით გაგრძელებაა.“ თავის მხრივ, პროკურატურა ირწმუნება, რომ ბრალის დამძიმება მტკიცებულებებს და ახალ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება.

XS
SM
MD
LG